აშშ-ში 1 დღეში კორონავირუსის 73 715 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 130 ადამიანი

გამოქვეყნდა:

პარასკევს ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 73 715 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 1 130-ით გაიზარდა. 

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 112 531-ის მიაღწია, გარდაცვლილია 145 546 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია - 1 261 624. საერთო რაოდენობაში აღრიცხულია 50-ვე შტატი, ამერიკის მთლიანი ტერიტორიები და შემოტანილი შემთხვევები.

კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულია ნიუ-იორკის, კალიფორნიისა და ფლორიდის შტატები, თითოულ მათგანში 400 000-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს, 25 ივლისს მორიგი რეკორდული ზრდა დააფიქსირა.  მათი მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონოვირუსით ინფიცირების 284 196 შემთხვევა გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი