ლიეტუვის სეიმის წევრი, ჟიგიმანტას პავილიონისი ნიკა გვარამიას მეუღლეს შეხვდა. ლიეტუველი დეპუტატი სოფო ლილუაშვილთან გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქით ავრცელებს:
"შევხვდი საქართველოს ოპოზიციური ტელეკომპანიის, "მთავარი არხის" ციხეში მყოფი დირექტორის ნიკა გვარამიას მეუღლეს, სოფო ლილუაშვილს, რომელმაც ლიეტუვას მხარდაჭერა სთხოვა ნიკა გვარამიას გათავისუფლების საქმეში. გასული წლის 9 ნოემბერს ლიეტუვას სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, ნიკა გვარამიას დაპატიმრების საპასუხოდ, გამოთქვა ეჭვი საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაში და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას "შერჩევითი მართლმსაჯულების მაგალითი" უწოდა.
ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ როგორც ყოფილი პრეზიდენტის, ისე ნიკა გვარამიას შემთხვევაში, საქართველო აირჩევს თავისუფალი ევროპის გზას და არა აღმოსავლური ავტოკრატიების ტრადიციას - წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.