ვენეციის კომისიიდან კი არა, შვეიცარიის ბანკიდან გქონდათ ინფორმაცია, ენმ კოორდინაციაში რომაა, ნიშნავს, რომ მთავარიცაა, ფორმულაც და ტვ პირველიც - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ შესაძლოა ვენეციის კომისიასა და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შორის კოორდინაცია არსებობდეს. 

ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა. ჟურნალისტმა მდინარაძეს ჰკითხა, რას იზამს მმართველი პარტია იმ შემთხვევაში, თუ ვენეციის კომისია იტყვის რომ რუსულ კანონპროექტს პრობლემები აქვს.

მამუკა მდინარაძემ კი კითხვა ანონსად ჩათვალა და თქვა, რომ შესაძლოა ჟურნალისტს გარკვეული სახის ინფორმაცია აქვს.

"რუსულიაო ვენეციის კომისიამ როგორ უნდა თქვას? თქვენ ისეთი რაღაც დააანონსეთ, მოდით, დაველოდოთ ამასაც ხო არ იტყვის. თქვენ, როგორც ჩანს, რაღაც ინფორმაცია გაქვთ.
[...]
ვენეციის კომისიიდან კი არა შვეიცარიის ბანკიდან გქონდათ წინსწრებით რაღაც ინფორმაციები და საერთოდ არ გამიკვირდება. რაღაც კოორდინაციაში რომ არიან ნაცმოძრაობა, ეს იმას ნიშნავს, რომ მთავარი არხიც არის, ტვ პირველიც არის, ფორმულაც არის და ამ კოორდინაციაში საერთოდ არ გამიკვირდება რომ თქვენ იცოდეთ", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი