რუსებმა სვიატოგორში სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა დაბომბეს - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

დონეცკის ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსმა სამხედროებმა დონეცკში, ქალაქ სვიატოგორში სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა დაბომბეს. 

შემთხვევის შედეგად, დაიღუპა 1 მაშველი, 4 კი დაშავდა.

"ღამით რუსებმა სვიატოგორი დაბომბეს, იგი მიმართული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახურისკენ - წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 1 მაშველი და დაშავდა 4", - წერს კირილენკო.

მისივე განცხადებით, ეს იყო მიზანმიმართული და ცინიკური თავდასხმა არა თუ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, არამედ იმ ადამიანებზე, რომლებიც მოსახლეობას გადარჩენაში ეხმარებიან აქტიური საომარი სიტუაციის დროს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი