1 წლის წინ შევიტანეთ განცხადება EU-ში გაწევრიანებაზე, წელს დროა წევრობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

1 წელი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენიდან. შარშან ამ დღეს, ომში მყოფმა ქვეყანამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და ევროკავშირის წევრობა ოფიციალურად მოითხოვა. უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მიიღო. თარიღს პრეზიდენტი ზელენსკი ფეისბუქზე ეხმაურება:

"ერთი წლის წინ, ფართომასშტაბიანი ომის მეხუთე დღეს, ჩვენ შევიტანეთ განცხადება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. კანდიდატის სტატუსი მოვიპოვეთ.

წელს დროა მივიღოთ გადაწყვეტილება წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.

სწორედ უკრაინასთან ერთად გახდება ევროპა მშვიდობიანი, თავისუფალი და ერთიანი.

ბრძოლაში ერთად ვართ და ამიტომ გამარჯვებაშიც ერთად ვიქნებით. გაუმარჯოს ევროპას! გაუმარჯოს თავისუფლებას!" წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი