
პარასკევს, მექსიკის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში კორონავირუსის 7 573 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობამ 378 285-ს მიაღწია.
სამინისტრომ, ასევე გამოაცხადა 737 ახალი გარდაცვალების შემთხვევა, რის შედეგადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 42 645-მდე გაიზარდა.
მიუხედავად ახალი შემთხვევების მატებისა, მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობბადორმა პარასკევს განაცხადა, რომ ეს ტესტირების გაზრდილი მაჩვენებლის შედეგია.
ჩვენ უნდა ვიპოვოთ ბალანსი ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ ვითარებას შორის, გავიხსნათ ფრთხილად, ყველა პროტოკოლის გათვალისწინებით. თუ ჩვენ გავიხსნებით და მოხდება ეპიდემიის აფეთქება, ისევ ეკონომიკის გაჩერება მოგვიწევს, - თქვა ობადორმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს, 25 ივლისს მორიგი რეკორდული ზრდა დააფიქსირა. მათი მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონოვირუსით ინფიცირების 284 196 შემთხვევა გამოვლინდა.