შემოწირულობებით მეორე ადგილზე "კონსერვატიული მოძრაობაა" - 2022 წლის ოქტომბერ - დეკემბრის მონაცემები

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევის მიხედვით, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით "ქართულმა ოცნებამ" შემოწირულობის სახით 370 000 ლარი მიიღო. ეს ყველა პარტიის ჯამური შემოწირულობის 50%-ია. 

მეორე ადგილზე ძალადობრივი, ჰომოფობიური და პრორუსული "ალტ ინფოს" დაფუძნებული პარტია "კონსერვატიული მოძრაობა" გავიდა 158 098 ლარით.

TI წერს, რომ "ქართული ოცნების" დონორთა უმრავლესობა მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ მსხვილ ბიზნესჯგუფებს წარმოადგენს. მაგალითად, 2022 წლის 8 და 14  დეკემბერს გიორგი და ჯემალ ჭყონიებმა და მალხაზ დუმბაძემ „ქართულ ოცნებას“ 100 000 ლარი შეწირეს. ამ ჯგუფს გასულ წლებში მმართველი პარტიის სასარგებლოდ 555 000 ლარი აქვთ გაღებული.

ორგანიზაცია წერს, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით გიორგი ჭყონია და მალხაზ დუმბაძე გამოირჩეოდნენ, რომლებიც 2016 წლიდან გამართულ ყოველი არჩევნების წინ, ერთ და იმავე დღეს, „ქართულ ოცნებას“ ათეულობით ათას ლარს წირავდნენ.  ზემოაღნიშნული ჯგუფი ერთმანეთთან საერთო ბიზნეს ინტერესებით, კერძოდ შპს „ფიგოილის“ და შპს „გზის“ მეშვეობით არიან დაკავშირებული.

2022 წლის 25 ნოემბერს ჯონი ჯინჭარაძემ და მარინა დეხტიარევმა “ქართულ ოცნებას” ჯამში 40 ათასი ლარი შეწირეს (თითოეულმა 20 000). ისინი კომპანია „ეიჩ გრუპ სერვისისთან“ და „ეიჩ გრუპ დეველოპმენტთან“ არიან დაკავშირებული.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ „ეიჩ გრუპ დეველოპმენტი“ ბათუმთან ახლოს, სოფელ სალიბაურის მაღლობზე, რომელიც პორტს გადაჰყურებს, 16 000 კვ.მ. ფართობზე საცხოვრებელი უბნის მშენებლობას გეგმავს და სწორედ შემოწირულების განხორციელების პერიოდში პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმა ხელვაჩაურის საკრებულოსთვის იყო გადაგზავნილი დასამტკიცებლად, რომელიც 12 დეკემბერს საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა.

"ეს შემთხვევა შესაბამისი ორგანოების მხრიდან დეტალურ შესწავლას საჭიროებს, რათა გაქარწყლდეს ეჭვი იმის შესახებ, რომ შეწირული თანხა რეალურად ეკუთვნოდათ არა დეხტიარევს და ჯინჭარაძეს, არამედ მშენებელი კომპანის მეწილე რუსეთის მოქალაქეებს, შემოწირულების მიზანი კი მშენებლობის ნებართვის მოპოვება იყო", - წერს TI.

2022 წლის 4 და 6 ოქტომბერს ჯამში 100 000 ლარი შეწირეს „ქართულ ოცნებას“ გივი ლებანიძემ, დავით გალუაშვილმა და მანანა ნადირაძემ. ისინი „ქართუსთან“ და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირები არიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი