ჩვენ ეს გავაკეთეთ იმ შემაშფოთებელი ცნობების გამო, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობას ეხება - შვედეთის ელჩი დემარშზე

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრს გუშინ ევროკავშირის დემარში წარვუდგინეთ. ეს იყო ევროკავშირის 27-ვე წევრ სახელმწიფოს შორის შეთანხმებული დემარში - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩმა, ულრიკ თიდესტრომმა განაცხადა.

როგორც იცით, გუშინ ჩვენ მივმართეთ ერთობლივი დემარშით საქართველოს იუსტიციის მინისტრს. ეს იყო დემარში, რომელზეც შეთანხმდა ევროკავშირის 27 წევრი და ჩვენ ეს გავაკეთეთ იმ შემაშფოთებელი ცნობების გამო, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობას ეხება. გუშინ, ამ დემარშის შემდეგ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში გააკეთა კომენტარი მედიასთან, რომელსაც ვერაფერს დავამატებ." ამბობს ელჩი.

შეგახსენებთ, გუშინ,  27 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, პაველ ჰერჩინსკიმ და შვედეთის ელჩმა, ულრიკ თიდერსტრომმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ოფიციალური საპროტესტო ნოტა გადასცეს. განცხადებას ხელს ევროკავშირის 27 ქვეყანა აწერს.

ნოტაში მესამე პრეზიდენტის უფლებების დაცვის მოთხოვნაა გაწერილი.

იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის ელჩთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი