
ხერსონის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა რეგიონის დეოკუპირებული ტერიტორია დაბომბეს.
უწყების ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე.
"28 თებერვალს რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ დაბომბა ქალაქ ხერსონის საცხოვრებელი უბნები და გარეუბნების დასახლებები. რაიონულ ცენტრში, საცხოვრებელ კორპუსთან ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად მამაკაცი დაიღუპა, ასევე დაიღუპა კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. ექიმებმა სცადეს გადარჩენა, მაგრამ მისი დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო" - წერია განცხადებაში
გარდა ამისა, დეპარტამენტის ინფორმაციით, ხერსონსა და მის შემოგარენში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ელექტროგადამცემი ხაზები, გაზსადენები, გათბობის სისტემები, მანქანები.