
უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმის საფრთხე მაღალია და რუსები ახალ ტაქტიკას ეძებენ საჰაერო თავდაცვის გვერდის ავლით.
„საფრთხის დონე საკმაოდ მაღალია. მტერი ეძებს ახალ ტაქტიკას და ჩვენ ამას ვაკვირდებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ცდილობენ აღმოაჩინონ ჩვენი საზენიტო დაცვა, რადგან ეს ხელს უშლის იმ ეფექტურობას, რაც მათ სურთ სარაკეტო დარტყმისგან მიიღონ" - აღნიშნა ნატალია ჰუმენიუკმა.
მისივე თქმით, ოკუპანტები დაზვერვის მიზნით, დრონებს იყენებენ.