
რუსმა ილუზიონისტმა ჰმაიაკ ჰაკობიანმა, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მოაჯადოვა, - ამის შესახებ მან, რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.
ილუზიონისტი ამტკიცებს, რომ სიტყვების : "ახალაი-მაჰალაი"-ს წარმოთქმის შემდეგ სანქციები დაუყოვნებლივ დაიწვება.
მისივე თქმით, მსგავსი ხრიკები რუსეთს კრიზისული 2015 წლის გადაგორებაში დაეხმარა, როდესაც რუბლი გაიზარდა, დოლარი კი დაეცა.
"რუსეთი მარტო არ არის, მას აქვს მხარდაჭერა მსოფლიოში, იზრდება აშშ-ს პოლიტიკით უკმაყოფილო ქვეყნების რიცხვი. ვაშინგტონმა არ იცის როგორ იმეგობროს, მაგრამ მხოლოდ იმორჩილებს, ან მტრებს იჩენს", - ამბობს ოლუზიონისტი
ცნობისთვის, ილუზიონისტს, ხშირად იწვევენ სამთავრობო კონცერტებზე, სადაც უცხოური დელეგაციები იმყოფებიან.