რუსეთის თავდაცვის მტკიცებით, კრასნოდარისა და ადიღეს ტერიტორიებზე დრონების შეტევა მოიგერიეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, კრასნოდარისა და ადიღეს ტერიტორიებზე უკრაინის ორი უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა მოიგერიეს. 

თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ აღნიშნული აპარატები რუსულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის იყო განკუთვნილი.

როგორც უწყება განცხადებაში აღნიშნავს, საფრენი აპარატები რუსეთის ფედერაციის "ელექტრონულმა საბრძოლო ჯგუფებმა" ჩაახშეს. ორივე მათგანმა კონტროლი დაკარგა და საფრენი ტრაექტორიიდან გადავიდა. ერთი აპარატი მინდორში ჩამოვარდა, მეორე კი ისე დაეცა, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება ვერ მოახერხა.

თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს თუ რა ტიპის საფრენი აპარატები მოიგერიეს რუსულმა ძალებმა. 

მანამდე, რუსულმა მედიამ გაავრცელა მოსკოვის ოლქის გუბერნატორის განცხადება, რომელიც ადასტურებს ინფორმაციას, რომ კოლომნის რაიონში უპილოტო დრონი ჩამოვარდა. 

"ეს მოხდა გუბასტოვოს სოფელთან. სამიზნე, დიდი ალბათობით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო, თუმცა არ დაზიანებულა. არ არიან დაშავებულები", - თქვა რეგიონის ხელმძღვანელმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი