"ქვეყნის ღალატი და სამართლებრივი აბსურდი" - დავითაია ინჯიას ინიციატივაზე

გამოქვეყნდა:

ქვეყნის ღალატი  და სამართლებრივი აბსურდი - ფრიდონ ინჯიას მიერ გახმოვანებულ გეგმას პაატა დავითაია გამოეხმაურა.

"ევროპელი დემოკრატების" ლიდერი, რომელიც 2008 წელს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობდა, ამბობს რომ თუ ოცნება 2008 წლის ომთან დაკავშირებით კომისიის შექმნაზე დაიწყებს მუშაობას,  ის პირადად უზრუნველჰყოფს, რომ პროცესში მონაწილე ყველა პირი ჰააგის წინაშე წარსდგეს.

"საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია რომ საქართველოს აქვს სუვერენული უფლება თავდაცვითი ომის წარმოების, რაც დაამტკიცა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის პროკურატურამ, სადაც თავის დასკვნაში საქართველოსთან დაკავშირებით თქვა, რომ საქართველო აწარმოებდა თავდაცვით ომის, ამიტომ ძალის გადამეტება აქ გამორიცხულია. საქართველოს არ ჩაუდენია დანაშაული  ადამიანურობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ" აცხადებს პაატა დავითაია  

"ევროპელი სოციალისტები“, პროკურატურაში 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებენ და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ - პირველი განცხადება ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ 14 თებერვალს გააკეთა. დღეს კი იგივე გაიმეორა.

მის ამ ინიციატივას "ოცნებაში" იზიარებენ და აცხადებენ, რომ "სიამოვნებით დაუჭერენ მხარს" 

მაშინ, როცა მსოფლიომ და მათ შორის ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომაც დაადგინა,  რომ ომის დანაშაულის  ავტორი პუტინია, ფრიდონ ინჯია ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილს და ქართულ მხარეს ადანაშაულებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი