
2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების მოთხოვნას ენმ-ს თავმჯდომარე საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ მმართველი პარტია ვერ იტანს ქართველ სამხედროებს, გენერლებს და რუსეთთან მებრძოლ ადამიანებს სდევნის.
ხაბეიშვილის თქმითვე, "ოცნება" აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ამ ინიციატივის დაყენებაც ახლა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება:
"რუსული ხელისუფლება საქართველოში და ახორციელებს საბოტაჟს ევროპული მომავლისთვის. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ არ მივიღოთ სტატუსი. საბოტაჟი მოახდინონ ევროკავშირის სტატუსზე და შესაბამისად შემოიტანეს რუსული კანონი, ემსახურება იმას, რომ არ მივიღოთ ევროკავშირის სტატუსი.
ის რაზეც ახლა იწყებენ საუბარს, ჩვენს ჯარისკაცებზე, ოფიცრებზე,გენერლებზე თავდასხმას, ესეც კრემლის, მკვლელი პუტინის ინტერესებს ემსახურება და ისინი გააკეთებენ ყველაფერს, როგორც პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობით, წამებითა და არასათანადო მოპყრობით გააკეთეს, ისევე როგორც ნიკა გვარამიას მიზანმიმართული დაკავებით გააკეთეს, სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე ერთი კვირით ადრე...
ახლაც როგორც კი ახლოვდება, ევროკავშირის მხრიდან სტატუსის მინიჭების საკითხი, ისინი მაშინვე ესხმიან თავს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას, დასავლელ და ევროპელ პარტნიორებს და მაშინვე კრემლის პროპაგანდა იქოქება" - ამბობს ხაბეიშვილი
შეგახსენებეთ, რომ "ევროპელი სოციალისტები“, პროკურატურაში 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებენ და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.