
პარლამენტში აჭარის მაჟორიტარი დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივას ნაციონალური მოძრაობა აკრიტიკებს. კანონპროექტის თანახმად ბათუმში 2022 წლის სექტემბრამდე უნებართვოდ აშენებული ყველა შენობა ნაგებობის დაკანონება უნდა მოხდეს.
ოპოზიციაში კითხვები აქვთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და მერთან. ოპოზიციას აინტერესებს ითვალისწინებენ თუ არა სახელმწიფო აუდიტის დასკვნებს, სადაც წერია რომ ეს შენობები ყოველგვარი წესის დარღვევით აშენდა. ერთ - ერთია ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე ე.წ ჩინური კვარტალი.
ავტორი: თეა ვაშალომიძე