პუტინმა ხელი მოაწერა აშშ-სთან ბირთვულ შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერებას

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აჩერებს მოსკოვის მონაწილეობას შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული შეიარაღების ხელშეკრულებაში (SNO-3). 

როგორც მედია წერს, ეს  იყო ბოლო შეთანხმება, რომელიც ზღუდავდა ორივე სახელმწიფოს სტრატეგიულ ბირთვულ არსენალს.

შეთანხმება ამერიკასა და რუსეთს შორის 2002 წელს შედგა და ის მიზნად ისახავდა მსოფლიოში ბირთვული არსენალის შემცირებას.

პუტინის მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატები, ნატოს დახმარებით, ულტიმატუმს უყენებს მოსკოვს, რომ START-ის ახალი შეთანხმება მიიღონ. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი