პუტინმა FSB-ს მოუწოდა გააძლიეროს "კონტრდაზვერვის ხაზი"

გამოქვეყნდა:

პუტინმა FSB-ს მოუწოდა, გააძლიეროს ბრძოლა მათ წინააღმდეგ, ვინც "ცდილობს საზოგადოების გახლეჩას და დასუსტებას" - ამის შესახებ მან FSB-ის საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა უნდა გამოიყენონ უკრაინის ომის დროს მიღებული გამოცდილება „ქვეყნის უსაფრთხოების გასაძლიერებლად და რუსეთის მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად“.

პუტინმა სპეცსამსახურებს მოუწოდა გააძლიერონ "კონტრდაზვერვის ხაზი", კონტროლი სახელმწიფო თავდაცვის ბრძანების შესრულებაზე და გამოავლინონ ისინი, ვინც "ინტერნეტს და სოციალურ ქსელებს იყენებს ტერორიზმისა და ექსტრემიზმის პროპაგანდისა და იდეოლოგიისთვის".

„რა თქმა უნდა, აუცილებელია გამოვლინდეს და შეწყდეს მათი უკანონო ქმედებები, ვინც ცდილობს ჩვენი საზოგადოების გახლეჩას და დასუსტებას, რომლებიც იარაღად იყენებენ სეპარატიზმს, ნაციონალიზმს, ნეონაციზმს და ქსენოფობიას -" განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, საჭიროა "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სისტემის" განვითარება და FSB-ის მუშაობის გააქტიურება. მათ შორის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი