"ოცნება" ქვეყანას ღალატობს | ინჯიას ინიციატივა 2008 წლის ომის გამოძიებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ცნობილ რიტორიკას უბრუნდება - მმართველი პარტია ისევ ცდილობს დაამტკიცოს, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ამჯერად მზად არის გასცდეს სიტყვიერი განცხადებების ფორმას. "ქართული ოცნების" ლიდერებმა საჯარო ინიციატივიდან სულ რამდენიმე წუთში ღიად დაუჭირეს მხარი ფრიდონ ინჯიას იდეას, შეიქმნას ახალი საგამოძიებო კომისია. 

ოლიგარქის მმართველი პოლიტიკური კლანი არ მალავს, რომ ამ ინიციატივის მთავარი სამიზნე მიხეილ სააკაშვილია და მზად არის მესამე პრეზიდენტის ხელოვნურად დისკრედიტირების მიზნით საქართველო ომის დანაშაულში დაადანაშაულოს. ოპოზიციის რეაქცია ამ ახალ იდეაზე მყისიერი იყო - ხელისუფლების ოპონენტების საერთო შეფასებით, ასეთი ქმედება ფაქტობრივად ქვეყნის ღალატი და "ქართული ოცნების" ყველაზე დიდი ნაბიჯი იქნება კრემლის მიმართულებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი