აგენტების კანონზე დაპირისპირება მწვავდება. სამოქალაქო და პოლიტიკურ წინააღმდეგობას დღეს ფაქტობრივად პრეზიდენტიც შეუერთდა. სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ვეტო გარდაუვალია. პრეზიდენტი იმდენად დარწმუნებულია ამ კანონის მავნებლობაში, რომ განხილვაში ჩართვასაც კი ზედმეტად მიიჩნევს. თვის მხრივ ქართული ოცნება უკან დახევას არ აპირებს, თუმცა რიტორიკას არბილებს.
პარლამენტის თავმჯდომარე, რომელზეც ვეტოს დაძლევაა დამოკიდებული, კონკრეტულ პოზიციას არ აფიქსირებს და მხოლოდ დისკუსიის არსებობის უფლებაზე საუბრობს. როდის იქნება საბოლოო გადაწყვეტილება უცნობია - მმართველი პარტია პარლამენტში პროცესს არ აჩქარებს და კანონების განხილვის ვადა მარტის შუა რიცხვებისთვის არის გადაწეული.