"მუქარის ტექსტია...ვაჭრობას ჰქონდა ადგილი" - ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი პოლიციის საეჭვო მოქმედებებზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი სამართალდამცველების მხრიდან საეჭვო მოქმედებებზე ალაპარაკდა.

საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა, დაღუპულის მამას, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს პირველად მაშინ უსაყვედურეს, როცა ოჯახმა გოგონას გაუჩინარების შესახებ ჟურნალისტებს შეატყობინა.

გარდა ამისა, ოჯახმა ამ დრომდე არ იცის, ვინ იყო ის პოლიციელი, რომელმაც გარდაცვლილის მამას, თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნის შმდეგ უთხრა, რომ მისი შვილი "დიდ შარშია". გარდა ამისა, ადვოკატის ინფორმაციით, სამართალდამცველები უკმაყოფილო დარჩნენ შვილის ძებნის მოთხოვნით გამართული აქციითაც

"გარეკვეულწილად მუქარის ტექსტია- შარში გახვევა შვილთან დაკავშირებით. ვინ იყო ის პიროვნება, რომელიც ეუბნებოდა, რომ შარშია გახვეული...ვაჭრობას ჰქონდა ადგილი, ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ არ უნდა ყოფილიყო ეს მიტინგები" - ამბობს მიხეილ რამიშვილი

მისივე თქმით, შსს-ს განცხადება, რომ მანქანაში წერილი იპოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება. რამიშვილი ამბობს, რომ ეს იყო უბრალოდ ჩანაწერი.

23 წლის ახალგაზრდა, რომელიც 5 დღიანი გაუჩინარების შემდეგ, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, დღეს დაკრძალეს.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, რასაც ოჯახი და ახლობლები კატეგორიულად არ ეთანხმებიან. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი