ოლიგარქი კვლავ საკუთარი მილიონების დაბრუნებას ცდილობს. სტატიებს, რომლებსაც დასავლური მედია არ აქვეყნებს, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები საქართველოში ავრცელებენ და ისევ შვეიცარიულ ბანკს, ევროპის პოლიტიკურ ცენტრს და მთლიანად დასავლეთს ადანაშაულებენ საკუთარი კლიენტის პრობლემებში. იურისტებს მხარს უჭერს პოლიტიკური კლანიც.
"ქართული ოცნების" ლიდერებისთვის ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება, სანქციებით დამუქრება და შვეიცარიულ ბანკში თანხის გაყინვა პირდაპირი ნიშანია პოლიტიკური დევნის. თუმცა მმართველ პარტიაში არ სურთ არაფრის განმარტება თემაზე, თუ რატომ აქცია ზურგი დასავლეთს თავად ივანიშვილმა და მისმა "ოცნებამ".