ოპოზიციის შეფასებით, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული დოკუმენტი, სადაც საუბარია, რომ შესაძლოა საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15% გაიყინოს, სტრატეგიული მოკავშირის პოზიციას უსვამს ხაზს. მათი აზრით, ქართული ოცნება ვერსდ წაუვა იმ ფაქტს, რომ აშშ-ში განმტკიცებულია აზრი ივანიშვილის მმართველობის არადემოკრატიულობაზე.
იმის პარალელურად, როდესაც ქართული ოცნება ატყუებს საზოგადოებას, რომ თითქოს კონგრესში არ არსებობს არანაირი შეკითხვები საქართველოში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ოლიგარქიული მმართველობის თაობაზე, ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში პირველად, წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა ფაქტობრივად ფინანსური სანქცია, - თქვა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.
მისი თქმით, ოლიგარქიაზე ჩანაწერი განაცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი საფრთხეს უქმნის ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს.
ამ დოკუმენტში, რომელიც დამტკიცებულია საუბარია არა მხოლოდ ამ პირობითობაზე, რომ საქართველოს შეიძლება შეუჩერდეს დახმარება, არამედ იმ წუხილებზე, რომლებიც შეერთებული შტატების კონგრესს აქვს, ეს არის ოპოზიციის უფლებები, სამოქალაქო საზოგადოების უფლებები, ოლიგარქიული მმართველობა და ის ვითარება რაც ივანიშვილმა შემქნა, - თქვა ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი სანქცირების ოფიციალური კანდიდატია და ამით ამერიკა მას აფრთხილებს, რომ ხელისუფლებიდან წავიდეს.
აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის გამოყოფილი 132 $ მილიონიანი დახმარებიდან, 15% არ გაიცემა იქამდე, ვიდრე ხელისუფლება გარკვეულ პირობებს არ შეასრულებს.
იმისათვის, რომ საქართველომ დახმარება სრულად მიიღოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიერ უნდა დადგინდეს: