
ძლიერი ხანძარი რუსეთში - კრასნოდარში რესტორანი "პრო ვინო" დაიწვა. რუსული მედიის ცნობით, დამწვარია რესტორნის სახურავი და დაახლოებით 200 კვ.მ ტერიტორია.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ, ხანძრის ლიკვიდაციაში 91 პირი და 28 სახანძრო მანქანა იყო ჩართული.
ამ დროისთვის მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.