რუსეთი ევროპის საბჭოს 21 ხელშეკრულებიდან ოფიციალურად გამოვიდა

გამოქვეყნდა:

რუსეთი ევროპის საბჭოს 21 ხელშეკრულებებიდან ოფიციალურად გამოვიდა, შესაბამის განკარგულებას ვლადიმერ პუტინმა უკვე მოაწერა ხელი, - ინფორმაცია რუსეთის იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.

კანონი, რომელიც პუტინმა რუსეთის პარლამენტს 2022 წლის იანვარში წარუდგინა, ითვალისწინებს რუსეთის გამოსვლას 21 საერთაშორისო ხელშეკრულებიდან.

მათ შორისაა ევროპის საბჭოს ქარტია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, ტერორიზმის პრევენციის ევროპული კონვენცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია და სოციალური ქარტია.

ცნობისთვის, 2022 წლის მარტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება ორგანიზაციიდან რუსეთის ფედერაციის გარიცხვის შესახებ და ასევე მოუწოდა უკრაინას უზრუნველყოს საჰაერო სივრცის დაცვის საშუალებები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი