ევროპარლამენტი თანამშრომლებს TikTok-ის გამოყენებას უკრძალავს

გამოქვეყნდა:

ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს შემდეგ, ევროპარლამენტი თანამშრომლებს TikTok-ის გამოყენებას უკრძალავს და ევროპარლამენტარებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ სამსახურებრივი ტელეფონებიდან 
აპლიკაცია მათმა თანაშემწეებმაც წაშალონ.

გადწყვეტილება ელექტრონული ფოსტით, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და გენერალურმა მდივანმა ალესანდრო ჩიოჩეტიმ დაწესებულების დაახლოებით 8 000 თანამშრომელს აცნობეს. აპლიკაცია მათ კორპორატიული მოწყობილობებიდან 20 მარტამდე უნდა წაშალონ.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარებს, მათ თანამშრომლებს და თანაშემწეებს "მტკიცედ ურჩევენ" ამოიღონ TikTok პერსონალური მოწყობილობებიდან.

ცნობისთვის, კანადამ სამსახურებრივ მოწყობილობებზე TikTok აკრძალა, ხოლო მანამდე ევროკომისიამ, უსაფრთხოების მიზეზებით, თანამშრომლებს ჩინური კომპანიის კუთვნილი სოციალური მედიის აპლიკაციის, TikTok -ის გამოყენება აუკრძალა, დეკემბერში კი აშშ-ის მთავრობამ ფედერალური უწყებების თანამშრომლებს სამსახურებრივ მოწყობილობებზე TikTok-ის გამოყენება აუკრძალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი