მედია: ჩინურმა კომპანიამ "ვაგნერელებს" სატელიტური ფოტოები მიაწოდა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის საკითხებში დანიელ კრიტენბრინკის თქმით, ჩინურმა კომპანია Spacety-მ "ვაგნერელებს" სატელიტური ფოტოები მიაწოდა.

"შავ სიაში მოხვედრილმა ერთ-ერთმა კომპანიამ, Spacety Co-მ მიაწოდა Wagner PMC-ის სატელიტური ფოტოები", - თქვა კრიტენბრინკმა.

ცნობისთვის, Spacety, პეკინში დაფუძნებული კოსმოსური კომპანიას, რომლის საერთაშორისო შტაბიც ლუქსემბურგში მდებარეობს. ცოტა ხნის წინ ეს კომპანია შეერთებული შტატების შავ სიას დაემატა.

მანამდე Spacety-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია შეესაბამება რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს და არ ინარჩუნებს კავშირს ქვეყანასთან შეზღუდვების შემოღების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების სადაზვერვო მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ჩინეთის ხელისუფლება ეძებს გზებს იარაღის მიწოდებისთვის რუსეთის საოკუპაციო სახელმწიფოსთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი