
უკრაინა წლის განმავლობაში გერმანიიდან ორ თანამედროვე Skynex საჰაერო თავდაცვის სისტემას მიიღებს, - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი Rheinmetall-ის კონცერნის გენერალურმა დირექტორზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ინსტალაციის ღირებულება დაახლოებით 200 მილიონი ევროა.
ცნობისთვის, Skynex საჰაერო თავდაცვის სისტემას შეუძლია ჩამოაგდოს უპილოტო საფრენი აპარატები და საკრუიზო რაკეტები.