დღეს ვაკის პარკის საქმეზე სხდომა გაიმართება - დაცვის მხარე ბრალდების მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ითხოვს

გამოქვეყნდა:

დღეს ვაკის პარკის საქმეზე წინა სასამართლო სხდომის მეორე პროცესი გაიმართება. მოსამართლე დაცვის მხარის ბოლო სასამართლო სხდომაზე დაყენებულ შუამდგომლობას განიხილავს. ადვოკატები ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ითხოვენ, უფლებადამცველები განმარტავენ, რომ მათ ეს მტკიცებულებები კანონით მინიჭებულ ვადებში არ მიუღიათ.

მოსამართლე ასევე იმსჯელებს იმ მოწმის გამოკითხვაზეც, რომელმაც ობიექტზე საინჟინრო სამუშაოები ჩაატარა და პროექტი ექსპლუატაციაში მიიღო.

"მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ჩვენ მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე, რომლითაც ვითხოვთ ბრალდების მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას, იმის გამო, რომ ეს ინფორმაცია გადმოგვეცა მე-4 დღეს, ნაცვლად იმისა, რომ როგორც კანონი განსაზღვრავს, მომხდარიყო მისი გადმოცემა დაუყოვნებლივ მოთხოვნისთანავე. მოუწევს სასამართლოს იმსჯელოს ჩვენ შუამდგომლობაზე დაიკითხოს თუ არა ინჟინერი, რომელმაც შეასრულა აღნიშნული ობიექტის აწყობა და ექსპლუატაციაში გაშვება", - ამბობს ადვოკატი.

პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, რა დროსაც შადრევანში 13 წლის მოზარდს დენმა დაარტყა, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 18 ოქტომბერს, 9 პირი დააკავა. მათ შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. ვაკის პარკის საქმეზე 4 დაკავებულს პროკურატურამ 17 თებერვალს ბრალი დაუმძიმა. ყველა მათგანი პატიმრობაში რჩება.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი