
ცენტრალურ საბერძნეთში, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად, სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა და 85-ზე მეტი დაშავდა. მაშველები ადგილზე მუშაობას ამ დრომდე აგრძელებენ.
შეჯახება ქალაქ ლარისასთან, მოხდა. მატარებელში კი 350-ზე მეტი მგზავრი იყო.
საბერძნეთის სახანძრო სამსახურის სპიკერმა განაცხადა, რომ 194 მგზავრი უსაფრთხოდ გადაიყვანეს სალონიკში.
ხელისუფლების განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა შეჯახების მიზეზი.