აშშ-მ ევროპაში "განკითხვის დღის“ თვითმფრინავი გაგზავნა

გამოქვეყნდა:

აშშ-მ ევროპაში "განკითხვის დღის" თვითმფრინავი გაგზავნა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

E-6B Mercury-ის თვითმფრინავი ევროპაში 28 თებერვალს დაეშვა. მას ასევე უწოდებენ "განკითხვის დღის" თვითმფრინავს. ის ახორციელებს ოპერაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში.

"აშშ-ს საზღვაო ძალების E-6B Mercury თვითმფრინავი ჩავიდა ისლანდიაში, როდესაც ოპერაციებს ახორციელებდა აშშ-ს ევროპული სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში", - წერს აშშ-ის ევროპული სარდლობა Twitter-ზე.

ეკიპაჟი შეხვდა შეერთებული შტატების ელჩს ისლანდიაში კერინ პატმანს და დიპლომატიური და სამხედრო საზოგადოების სხვა წევრებს.

თვითმფრინავი აღჭურვილია კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების გაშვების მართვის ავტომატური სისტემით და გამოიყენება აშშ-ს ბირთვული საპასუხო დარტყმის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, თუკი სახმელეთო სამეთაურო პუნქტები განადგურდება. 

ქვეყნები, რომლებიც ცნობილია, რომ შეიმუშავეს და აწარმოეს ასეთი თვითმფრინავები, არის შეერთებული შტატები და რუსეთის ფედერაცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი