ე.წ. სუბოს ბაღში დაკავებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შუფარდა

გამოქვეყნდა:

ნაძალადევში, ე.წ. სუბოს ბაღში დაკავებულ პირებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. აღკვეთი ღონისძიების შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა.

ადვოკატების განცხადებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაკავებულების სექსუალური ხასიათის დანაშაულს დაამტკიცებს. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. 

საქმეზე სულ სამი პირია დაკავებული, მათგან ერთი არასრულწლოვანია. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

"სუბოს ბაღში" მომხდარი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია "მთავარმა არხმა" 23 ივლისს გაავრცელა. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ გვიან ღამით, ახალგაზრდა ქალს ოთხი პირი დაესხა თავს და ის ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი ფული წაართვეს. 

გაუპატიურების შესახებ ინფორმაცია უარყო შსს-მ. უწყებამ გამოძიება ძარცვის მუხლით დაიწყო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი