
32-მდე გაიზარდა ცენტრალურ საბერძნეთში, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. დაშავებულია 85-ზე მეტი ადამიანი. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
სატვირთო მატარებელს 350-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა, შეჯახება ქალაქ ლარისასთან მოხდა.
რა გახდა შეჯახების მიზეზი, უცნობია. თესალიის რეგიონის რეგიონალურმა გუბერნატორმა, თქვა, რომ ზემოქმედება იყო "ძალიან ძლიერი" და რომ მატარებლის წინა ვაგონები დაშლილია.