საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული დოკუმენტი, სადაც საუბარია, რომ შესაძლოა საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15% გაიყინოს, კონგრესის საზედამხედველო ფუნქციით არის ნაკარნახევი და მისი ამოქმედება არ ატარებს სავალდებულო ხასიათს.
კანონპრექტის თანახმად, თანხის 15%-ის გადაცემა სავალდებულო არ არის, სანამ სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და კომიტეტებს არ წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის კუთხით. აღნიშნული ჩანაწერი კონგრესის საზედამხედველო ფუნქციით არის ნაკარნახევი და მისი ამოქმედება არ ატარებს სავალდებულო ხასიათს. აღსანიშნავია, რომ იმ საკითხებში, რომლის თაობაზე კონგრესი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ითხოვს, საქართველო პროგრესირებს, რაც აღიარებულია თავად საერთაშორისო საზოგადოებისა და ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ - აღნიშნავს უწყება.
სამინისტროს განცხადებით, საბოლოო კანონის მიღებამდე რამდენიმე ეტაპია გასავლელი: ჯერ აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს კანონპროექტის საკუთარი ვერსია, რომლის შემდგომ ორივე პალატის ვერსია უნდა შეჯერდეს ე.წ. კონფერენციაზე, შეჯერებულ ტექსტს კი კენჭს აშშ-ს კონგრესის სრული შემადგენლობა უყრის.
უწყება წერს, რომ აშშ-ის კონგრესი უკვე მეხუთე წელია ასიგნებების აქტში ითვალისწინებს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების შესახებ რედაქციას, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ს საკანონმდებლო შტოს ურყევი მხარდაჭერის დასტურია.
აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის გამოყოფილი 132 $ მილიონიანი დახმარებიდან, 15% არ გაიცემა იქამდე, ვიდრე ხელისუფლება გარკვეულ პირობებს არ შეასრულებს.
იმისათვის, რომ საქართველომ დახმარება სრულად მიიღოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიერ უნდა დადგინდეს: