"ცუდადაა, საჭმელი მიმაქვს და ნახევარზე მეტი უკან მომაქვს, ვერ ეკარება" გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. ინფორმაციას "ვივამედიდან" გამოსული გიული ალასანია ავრცელებს.

"ცუდად, ცუდად არის. საჭმელი მიმაქვს და ნახევარზე მეტი უკან მომაქვს, ვერ ეკარება. იმიტომ კი არა, რომ სპეციალურად, უბრალოდ არ შეუძლია. მას აქვს გულის რევა, აქვს უამრავი პრობლემა, რის გამოც ვერ ღეჭავს. მოწამვლა არის. წინა დღეებში 38-ს გადაცილებული იყო ტემპერატურა. ტემპერატურაც და წონაც მუდმივი პრობლემაა",- ამბობს გიული ალასანია. 

დაადგენს თუ არა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი დარღვევას მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, საბოლოო პასუხი სამსახურმა უნდა გასცეს და წარმოადგინოს შეფასება. საუბარია პენიტენციური სამსახურის ქმედებაზე,  რომელმაც პაციენტის კადრები მასთან და ადვოკატებთან შეთანხმების გარეშე გაავრცელა.

ლელა ჯანაშვილის თქმით, ვიდეოჩანაწერები გავრცელდა ორჯერ - დეკემბერსა და თებერვალში.  ორივე შემთხვევაზე დაიწყო შესწავლა. წარმოება 17 თებერვალს ერთ წარმოებად გაერთიანდა და შემოწმების დასრულების ვადა 14 მარტია. მისი თქმით, ყველა მოქმედება საქმეზე უკვე ჩატარებულია, ამჟამად მიმდინარეობს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი