უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევის რეგიონში რუსული დრონი ჩამოაგდო

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის რეგიონში რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. 

"ოთხშაბათს, კიევის რეგიონში აღმოაჩინეს უპილოტო საფრენი აპარატი, მასზე საბრძოლო იერიში მიტანილი იქნა საჰაერო თავდაცვის საშუალებებით. სამიზნეს მოხვდა", - განაცხადა საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა 

მისი თქმით, ჩამოგდებული საფრენი აპარატის ნაწილების პოვნის შემდეგ  დადგინდება დრონის ტიპი.

კიევის რეგიონში საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით 11:33 საათიდან 12:42 საათამდე გაგრძელდა. კიევში, 11:32-დან 12:08 საათამდე სირენები, 36 წუთის განმავლობაში იყო ჩართული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი