ლაგოდეხში, სამაშველოს მანქანების დაზიანებისა და ქურდობის ფაქტზე, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

ლაგოდეხში, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებისა და ადგილობრივების მანქანების დაზიანებისა და ქურდობის ფაქტზე, 1990 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ი. ქურდობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლაგოდეხში, სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ავტომანქანა დააზიანა, საიდანაც სხვადასხვა ნივთი და ფული მოიპარა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც გულისხმობს ქურდობას და სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, - წერს შსს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი