"საქართველოს დემოკრატიული მომავალი ხელიდან უსხლტება" - კელი და კრამერი

გამოქვეყნდა:

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე გამოცემა The Hill-ში ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ.

ამერიკელი დიპლომატები სტატიაში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ და აშშ-სა და ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებენ:

"დროა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააკისროს საფასური საქართველოს ცალკეულ მოქალაქეებს, რომლებიც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს, დაწყებული ივანიშვილისგან. მიჰყევით დიდ თევზებს, სხვები მიიღებენ შეტყობინებას", - ვკითხულობთ სტატიაში.

იან კელი და დევიდ კრამერი სტატიაში განიხილავენ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ და ანტიამერიკულ რიტორიკას, ასევე საუბრობენ მმართველი გუნდის რუსეთთან დაახლოებაზე და უკრაინასთან ურთიერთობების გაუარესებაზე. წერენ "ქართული ოცნების" რუსულ კანონსა და მიხეილ სააკაშვილისადმი ციხეში მოპყრობაზეც.

"მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობა მტკიცედ პროდასავლურია და სურს გაწევრიანება ევროკავშირსა და NATO-ში, მისი მთავრობა უფრო მეტად იხრება მოსკოვისკენ. ასეთი მიდრეკილებები საქართველოს მხრიდან ევროატლანტიკური ორიენტაციისადმი მხარდაჭერის შესუსტებისა და ქვეყნის რუსეთის გავლენის სფეროსადმი დაქვემდებარების რისკებს აჩენს. ეს არის მოვლენების წარმოუდგენელი შემობრუნება, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი 2008 წელს საქართველოში შეიჭრა და ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს. ამან შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ ეს უკანასკნელი გააერთიანებდა თბილისისა და კიევის მთავრობებს, თუმცა არა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. ამის ნაცვლად, ქართულმა ოცნებამ უარი თქვა კიევში მიწვევაზე, რათა სხვა ქვეყნებთან ერთად აღენიშნა რუსეთის შეჭრის 1 წლისთავი.

ქვეყნის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქართულ ოცნებასთან დაპირისპირებულია, მაგრამ მას არ აქვს საკმარისი ძალაუფლება რეალური ცვლილებებისთვის. მას შეუძლია შეიწყალოს სააკაშვილი, თუმცა ამ დრომდე ამ ნაბიჯის გადადგმაზე უარს ამბობს", - წერია სტატიაში.

ამერიკელმა დიპლომატებმა სტატიაში ასევე ისაუბრეს ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციაზე, რომელშიც ევროპარლამენტარები ქვეყანაში გაუარესებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ივანიშვილს აკისრებენ და მის სანქცირებას მოითხოვენ:

"გაუარესებულ სიტუაციაზე პასუხად, ევროპულმა პარლამენტმა არასავალდებულო რეზოლუციები მიიღო, რომლითაც ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდა და დაგმო სააკაშვილისადმი არასათანადო მოპყრობა. შაჰინმა კი შესთავაზა საქართველოსადმი აშშ-ის დახმარების პირობითობა, რათა დასრულდეს დემოკრატიული უკუსვლა. ეს ნაწილობრივ ხსნის იმ ცივ დახვედრას, რაც მან ვიზიტისას მიიღო.

ამ დრომდე არც ევროკავშირს და არც აშშ-ს არ დაუწესებია სანქციები იმ ქართველებისთვის, ვინც ახლანდელ მდგომარეობაზეა პასუხისმგებელი. ახლა ამის გაკეთების დროა. თბილისში აშშ-ის მაღალჩინოსნების ვიზიტი ბოლო დროს იშვიათია, რადგან ყურადღება უკრაინაში რუსეთის ომზეა. წარსულში, როცა ამერიკელი სენატორები საქართველოში მიემგზავრებოდნენ, მათ ყველა ქართველი მათი პოლიტიკური მიკუთვნილობის განურჩევლად თბილად ესალმებოდა. ეს დრო დასრულდა. თუ დასავლეთი სწრაფ ნაბიჯებს არ გადადგამს, ჩვენ შესაძლოა დავსვათ კითხვა "ვინ დაკარგა საქართველო?", - წერია სტატიაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი