გორში მომხდარ მკვლელობის საქმეზე დაკავებული 32 წლის კაცი მომხდარ ფაქტს ადასტურებს, თუმცა ბრალის ფორმულირებას არ ეთანხმება. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა განაცხადა.
დაკავებულისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ, თუმცა მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მიმდინარეობს. ადვოკატის განმარტებით, დაკავებული სროლის დროს თავდაცვას ცდილობდა.
"მას ავტომანქანით გარდაცვლილი და მისი თანმხლები პირი გამოეკიდნენ, გზაში გადაუჭრეს გზა, აიძულეს გაეჩერებინა მანქანა და გადმოსულიყო მანქანიდან, რა დროსაც ბრალდებულმა, რომელსაც მის სახელზე გაფორმებული ჰქონდა მანქანაში, გადმოიღო მანქანიდან და მოახდინა მისი დემონსტრირება. ასეთ ვითარებაში კანონი ამბობს, რომ თავდაცვის უფლება გააჩნია ყველას", - თქვა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, სროლა გორში გუშინ, 28 თებერვალს მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია.