"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერების ანტირუსული გზავნილები 2014 წელს | ივანიშვილის ბოდიში პუტინს

გამოქვეყნდა:

საქართველოს არაფორმალური მმართველის ბოდიში კრემლის დიქტატორ მმართველს. ივანიშვილმა თავის მართლება "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერების ანტირუსული გზავნილების გამო დაიწყო. ისტორია 2014 წლით თარიღდება. ლევან ბერძენიშვილისა და თინა ხიდაშელის განცხადებების გამო ივანიშვილმა პუტინს ბოდიში შეუთვალა და მისივე თანაგუნდელების ნათქვამს გაემიჯნა.

რესპუბლიკურმა პარტიამ 9 წლის წინ მომხდარზე საუბარი ახლა დაიწყო. ირკვევა, რომ ოლიგარქს აფხაზეთის NATO-ში გაცვლაც უნდოდა. ბიძინა ივანიშვილის სახელის ხსენებას, ოლიგარქის დამცველთა რაზმის მყისიერი გააქტიურება მოჰყვა - "ქართული ოცნება" და პარტიის ოფიციალური დანამატები - რესპუბლიკური პარტიის გაშავებას მთელი ძალით ცდილობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი