"ქუთაისში თვითმმართველობას სძინავს"- "ოცნებიდან" წამოსულებმა ქუთაისში ოპოზიციური პარტიის ოფისი გახსნეს

გამოქვეყნდა:

პოლიტიკურმა პარტიამ "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" ქუთაისში ორგანიზაციის ოფისი გახსნა. პარტიის რაიონულ ორგანიზაციას დროებით, ოპერის თეატრის დირექტორი, თორნიკე მარჯანიშვილი ხელმძღვანელობს. პარტიის ლიდერები არ გამორიცხავენ, მარჯანიშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატადაც დაასახელონ. 

ოფისის გახსნისას, პარტიის ლიდერებმა ქუთაისში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და ხელისუფლებას ეფექტურობა დაუწუნეს. 

"ქუთაისში არის ძალიან სერიოზული და მასშტაბური კორუფცია. ამ ქალაქში გზები ისეა მიგდებული, როგორც მაშინ, როცა ქალაქში პარლამენტი იყო და მე უმრავლესობაში ვიყავი. ქუთაისში თვითმმართველობას სძინავს.   ვიცით ქუთაისის საჭიროებები და ვიცით ქუთაისში დიდ წარმატებას მივაღწევთ. "- განაცხადა პარტიის ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ პარტიის რაიონულ ორგანიზაციასთან ითანამშრომლებს თორნიკე მარჯანიშვილის მეუღლე მარინა მარჯანიშვილი, რომელიც პარალელურად მერიის ააიპ "მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლის" დირექტორია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი