ევროკავშირის კიდევ ერთი უპრეცედენტო გაერთიანება რუსული კანონის წინააღმდეგ. ევროპული სახელმწიფოების ელჩები დღეს საკანონმდებლო ორგანოს საგანგებოდ ეწვივნენ.
პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრა რომ დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა, ამას ევროკავშირის ელჩი პირადად ადასტურებს და საკმაოდ არადიპლომატიური ენით აფასებს ქართული ოცნების ინიციატივას, დააკანონოს პოლიტიკური რეპრესები ქვეყანაში.
ჰაველ ჰერჩინსკი მძიმე დისკუსიის მიზეზსაც ასახელებს. საერთაშორისო პარტნიორებისთვის დაუშვებელია რუსული კანონის მიღება, რომელიც მკვეთრად ეწინააღმდეგება დასავლურ ღირებულებებს და შესაძლოა ევროინტეგრაციის დასასრულის წინაპირობა გახდეს.