
ირანმა "სახელმწიფოს შიდა და სამართლებრივ საქმეებში" ჩარევის გამო 2 გერმანელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.
"ორი გერმანელი დიპლომატი გაძევებულია ირანის შიდა და სამართლებრივ საქმეებში მათი ქვეყნის უპასუხისმგებლო ჩარევის გამო", - თქვა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
ბერლინმა კი ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და მას "თვითნებური და გაუმართლებელი უწოდა".
მსგავსი გადაწყვეტილება გასულ კვირას გერმანიამ მიიღო. გერმანიის მთავრობამ ირანის საელჩოს ორი თანამშრომელი თეირანის სასამართლოს მიერ გერმანიის მოქალაქისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის საპასუხოდ გააძევა.
67 წლის ირანული წარმოშობის გერმანელი აქტივისტი, რომელიც ასევე აშშ-ს რეზიდენტი იყო, ისლამური რესპუბლიკის სასამართლომ პრომონარქისტული დაჯგუფების წევრობის ბრალდებით გაასამართლა. მას ასევე ბრალად ედებოდა 2008 წელს ერთ-ერთ მეჩეთში მომხდარი დაბომბვის დაგეგმა. ოჯახი ბრალდებებს უარყოფს.