საბერძნეთში მომხდარი ავარიის შემდეგ ტრანსპორტის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

გამოქვეყნდა:

საბერძნეთში მომხდარი ავარიის შემდეგ, ტრანსპორტის მინისტრმა, კოსტას კარამანლისმა თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ ტრაგედიის შემდეგ პოსტზე დარჩენა შეუძლებელია.

ცენტრალურ საბერძნეთში, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

სამგზავრო მატარებელი, რომელშიც 350-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, სატვირთო მატარებელს სამშაბათს საღამოს შეეჯახა. რა გახდა შეჯახების მიზეზი, უცნობია. შემთხვევის შედეგად ათობით მგზავრი დაშავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი