
"...არ შეიძლება ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს უთხრა, რომ შენ თუ ხელს დააჭერ იმ მწვანე ღილაკს და რაღაცაზე გადაწყვეტილებას მიიღებ, ეს და ამაზე თითი დაიქნიო. მოკლედ, შინაარსში აღარ შევალ სპეციალურად. არ შეიძლება, ვინც არ უნდა იყოს, არ შეიძლება, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს თითი დაუქნიო და უთხრა, შენი გადაწყვეტილებით ასეა.
პირველ რიგში, დეპუტატი, ნებისმიერ არის - გნებავთ, დავარქვათ ის სახელი, რომელზედაც ელეთმელეთი ემართებათ, რომ იტყვიან - თითოეული დეპუტატი არის ხალხის, მისი ამომრჩევლის გავლენის აგენტი, თუ გნებავთ, რადგან ეს სიტყვა ასე აწუხებთ. ნებისმიერი ჩვენგანი. ჩვენ ვართ ჩვენი ამომრჩევლის გავლენის აგენტი და დამშვიდდით, მეგობრებო, ეს სიტყვა ასე თუ გაშინებთ და ასე თუ გაშფოთებთ, მე, ჩემი კოლეგები, ყველანი ვართ ჩვენი ამომრჩევლის და ქართველი ხალხის გავლენის აგენტები და ასე იქნება ყოველთვის, ვიდრე ცოცხლები ვიქნებით და ეს ნუ შეგაშინებთ ნურავის, ვის ინტერესებსაც მოემსახურებით, ნუ შეგრცხვებათ იმ ხალხის გავლენის აგენტობა, თუნდაც"
- ამბობს "ქართული ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძე TV იმედის ეთერში და რუსულ კანონპროექტზე ელჩების კრიტიკას ეხმაურება.