
გუნდს ჩამოყალიბებული პოზიცია არ გვაქვს იმასთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა კომისია. კომპლექსური საკითხია, რთულია, არ არის მარტივი ამბავი, ეს კომისია რას მოგვცემს, რას არ მოგვცემს, რა შედეგები იქნება, რას გამოიძიებს ქვეყანა და ასე შემდეგ და ვთქვათ, საპარლამენტო კომისია, მაგრამ მე პირადად, როგორც ერთი ადამიანი, დიდი სიამოვნებით დავსვამდი რამდენიმე კითხვას, რაც მე მაწუხებს, დავუშვათ, როგორც მოქალაქეს.
გუშინაც დავაფიქსირე პასუხის დროს და აქაც ვიტყვი, შეიძლება, მე და ბატონ ფრიდონს ცოტა სხვადასხვა მიმართულებით გვქონდეს ეს კითხვები, მაგრამ ამის გამოც გვადანაშაულეს და გუშინ საყვედურებიც იყო, გახსოვთ, ჩვენი მისამართით, რომ იცით რა, ოცნება ვერ ბედავს ამაზე ლაპარაკს - რაც გასაბედია, ყველაფერს ვბედავთ, რა, მე მგონია, რომ აქ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, ბოლო დროს განსაკუთრებით, მაგრამ არის რაღაც საკითხები, შეიძლება, მორიდება ჯობდეს ამ საკითხებზე საუბარს.
- თქვა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ იმედის ეთერში აგვისტოს ომთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ფრიდონ ინჯიას ინიციატივაზე საუბრისას.