რუსების კატასტროფული დანაკარგები ვუგლედართან მოწმობს, რომ ისინი პრობლემების სწრაფად გამოსწორებას ვერ ახერხებენ - ISW 

გამოქვეყნდა:

ვუგლედართან რუსეთის ფედერაციის უზარმაზარი დანაკარგები მოწმობს, რომ რუსი სამხედროები კვლავ ვერ ახერხებენ სწრაფად გადაჭრან პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია პერსონალისა და აღჭურვილობის მძიმე დანაკარგებით. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის განახლებაში წერია.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ნიუ-იორკ თაიმსის (NYT) გამოძიებამ გამოააშკარავა რუსეთის კატასტროფული დანაკარგები დონეცკის რეგიონის ვუგლედარის რაიონში ბოლოდროინდელი შეტევის დროს.  ვუგლედარი უკრაინულმა წყაროებმა დაახასიათეს, როგორც ომის ყველაზე დიდი სატანკო ბრძოლა.

უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსული ძალები განაგრძობენ სერიოზული შეცდომების დაშვებას. მათი თქმით, რუსებს ტანკების სვეტები უკრაინულ ჩასაფრებამდე მიჰყავდათ ბოლო სამკვირიანი რუსული შეტევის დროს. 

NYT იტყობინება, რომ რუსულმა ძალებმა დაკარგეს მინიმუმ 130 ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი (APC) სამკვირიანი შეტევის განმავლობაში, რის გამოც ისინი იძულებული გახდნენ თავდასხმებისთვის ქვეითად გადაადგილებულიყვნენ.

ექსპერტების ცნობით, ვულედარის რაიონში განლაგებული რუსული ელემენტები, ძირითადად 155-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადა, უმეტესად დაკომპლექტებულია ცუდად გაწვრთნილი მობილიზებული პერსონალით, რომლებმაც განიცადეს უზარმაზარი დანაკარგები ამ მხარეში 2022 წლის ოქტომბერში და ახლა უკვე 2023 წლის თებერვალში.

NYT-ის გამოძიება შეესაბამება ISW-ის შეფასებას, რომ მუდმივი რუსული სამხედრო წარუმატებლობა ხელს შეუშლის რუსი სამხედროების უნარს, განახორციელონ ეფექტური შეტევითი ოპერაციები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი