"ლევან იოსელიანი იღებს ნინო ლომჯარიას მემკვიდრეობითობას პასუხისმგებლობაში" - კორძაია ნიკა გვარამიას კითხვებზე 

გამოქვეყნდა:

პარლამენტის დეპუტატი თამარ კორძაია ამბობს, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობა პრიორიტეტია ყოველთვის და იქნება, სანამ ის ციხეშია. 

თამარ კორძაიამ  თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლევან იოსელიანი გახდება სახალხო დამცველი, ის აიღებს ყოფილი ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას მემკვიდრეობითობას პასუხისმგებლობაში.

"ნიკას საკითხი არის 12 ტოპ საკითხში. ეს არის ჩვენი ვალდებულებების 12 პუნქტის შესრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი. ნიკას საკითხი არის პ[რიორიტეტი ყოველთვის და იქნება სანამ ნიკა ციხეშია. რაც შეეხება ლევან იოსელიანის პოზიციას, მის საქმეზე სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ წარდგინებაზე სტრასბურგში ხომ არ გამოიხმობს, ან ხომ არ შეცვლის. მე ზუსტად ასე დავუსვი კითხვა ლევანს და ეს გამორიცხულია. ის ამას არ გააკეთებს. ის იღებს ნინო ლომჯარიას მემკვიდრეობითობას პასუხისმგებლობაში. შესაბამისად ლევანმა გუშინაც თქვა, რომ ის არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებით ციხეში",- თქვა თამარ კორძაიამ. 

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ ვიცე-სპიკერს, ლევან იოსელიანს  212-ე საკნიდან შეკითხვით მიმართა: "ვარ თუ არა პოლიტპატიმარი და ეთანხმები თუ არა სახალხო დამცველის დასკვნას ამ საკითხზე?". ამასთან ნიკა გვარამიამ თამარ კორძაიას მისწერა, რომ მისთვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობისაა, ვინ იქნება სახალხო დამცველი - "მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოში უკვე არსებული პოზიციის წარსადგენად. არ მინდა ლომჯარიას დასკვნა ან გაწვეული დამხვდეს, ან შეცვლილ-დამახინჯებული; ან საქმეში ინტერვენცია ვთხოვო ახალ სახალხო დამცველს და უარი მივიღო" ,-  დაწერა ნიკა გვარამიამ. 

აღსანიშნავია, რომ დღეს "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერმა, დეპუტატმა და ომბუდსმენობის კანდიდატმა, ლევან იოსელიანმა "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას თავად უპასუხა. იოსელიანი წერს, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობა არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი