შეიქმნას რუსული გავლენის აგენტების რეესტრი და დაუწესდეთ საერთაშორისო სანქციები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს - ენმ-ს ინიციატივა

გამოქვეყნდა:

ენმ გამოდის ინიციატივით შეიქმნას რუსული გავლენების აგენტების რეესტრი საქართველოში და მასში შეყვანილ იქნას ყველა ის დეპუტატი, რომელიც მხარს დაუჭერს ოცნების რუსულ კანონპროექტს.

განცხადება საგანგებო ბრიფინგზე ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა. 

მისი განცხადებით, რუსული კანონპროექტი, რომელსაც ოცნება მხარს უჭერს, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა და ევროინტეგრაციაზე უარის თქმას ნიშნავს. ამის გამო, ენმ-ში ამბობენ, რომ საერთაშორისო სანქციები უნდა დაწესდეს ყველას, ვინც ამ კანონს მისცემს ხმას. 

"ენმ გამოდის ინიციატივით, შეიქმნას საქართველოში რუსული გავლენის აგენტების რეესტრი და რეესტრში შეყვანილ იქნას ყველა ის პოლიტიკური ლიდერი და პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები, რომლებიც ფინანსდებიან რუსეთიდან და იმავდროულად, მათი პოლიტიკური საქმიანობის მიზანს წარმოადგენს რუსული გავლენის გაზრდა საქართველოში. მივმართავთ საერთაშორისო სტრუქტურებს და მოვუწოდებთ საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციებში, იმ პარლამენტის წევრებს, როლებიც მხარს დაუჭერენ რუსული კანონის მიღებას, შეუჩერდეთ უფლებამოსილება და წევრობა. " განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციებია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროსაბჭო, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ევრონესტი და ა.შ.

ბეჟაშვილის თქმით, მიმართავენ ევროპარლამენტსაც, რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს შეუჩერდეთ ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის წევრობა, ასევე მოუწოდებენ აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოებს საქართველოში, ასეთ დეპუტატებსა და მათი ოჯახის წევრებს დაუწესდეთ სავიზო რეჟიმი და აეკრძალოთ  აშშ-სა და ევროკავშირის ტერიტორიებზე შესვლა.

გარდა ამისა, ბეჟაშვილი ფინანსურ სანქციებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მიმართავენ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსაც, რუსული კანონპროექტის მხარდამჭერებსა და მათი ოჯახის წევრებს, გაეყინოთ საზღვარგარეთ საბანკო ანგარიშები.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი