თამარ დავარაშვილის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს აღარც ექთანი ქეთი ღვინიანიძე ეყოლება

გამოქვეყნდა:

"ვივა მედის" ექიმმა, თამარ დავარაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაზე უარი თქვა, რის მიზეზადაც მისი მისამართით ნათქვამი რეპლიკა დაასახელა. შეიცვალა მიხეილ სააკაშვილის ექთანიც. 

დავარაშვილმა დღეს "მთავარი არხის" ზარებს არ უპასუხა, თუმცა ცნობილია, რომ ის მოგვიანებით განმარტებას გააკეთებს. მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მის შვილს ამ მომენტში სხვა მკურნალი ექიმი ჰყავს. 

"როდესაც ეთერში გავიდა გადაცემა, ეს იყო 26 თებერვალი, მეორე დღეს, სამუშაო დღეს ჩვეულებრივად შევედი  პალატაში და პაციენტი ძალიან ისე შემხვდა. მივხვდი, რომ გადაცემა ნანახი ჰქონდა. ვკითხე რატომ, მე არ მითქვამს არაფერი ის რაც არ არის, მითხრა რომ სუს-ის აგენტი ხარო. ეს ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო და იმდენად შეურაცხმყოფელი, მე მას ვუთხარი - გავალ პალატიდან და აღარ შემოვალ-მეთქი და იმის შემდეგ მე მართლაც არ შევსულვარ პალატაში და არც არასოდეს შევალ", - თქვა დავარაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.

ჩვენთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილთან პალატაში აღარ შევა არც ექთანი, ქეთი ღვინიანიძე. ის "მთავარ არხთან" ამბობს, რომ არსებობს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ექთანს ორგან მუშაობა არ შეუძლია. 

"დიახ აღარ ვარ, [მიხეილ სააკაშვილის ექთანი] კლინიკის ხელმძღვანელობა არ იყო წინააღმდეგი, რომ მემუშავა, ეს ახალი რეგულაციების გამო, შრომის კოდექსის დარღვევა იყო ჩემი ორგან მუშაობა, მე ვიმყოფები ამბულატორიული დეპარტამენტის უფროს მედდად ვმუშაობ 8 საათი ყოველ დღე და უნდა ვყოფილიყავი ყოველ დღე ბატონ მიხეილთან და ყოველ მეორე დღეს მორიგე. ბატონ მიხეილს ჰყავს ოთხი მორიგე ექთანი", -  თქვა მან. 

უცნობია, კონკრეტულად ვინაა მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ამ ეტაპზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი