
ძალიან დიდია გადინება. რა თქმა უნდა, ადამიანს აქვს სურვილი იმისა, რომ წავიდეს ევროპაში, ნახოს უფრო მაღალანაზღაურებადი ხელფასი, თავისივე საქმიანობაში. იქ რაშიც დღეს საქართველოში საქმიანობს, ვთქვათ თუ იღებს პირობითად ვიძახი, 2 000 ლარს, ევროპაში 2 000 ევროს და მეტს აძლევენ, რა თქმა უნდა, ადამიანს აქვს სურვილი, რომ წავიდეს და იქ განვითარდეს და ამაში ხელი არ უნდა შევუშალოთ, ამაში ცუდი არაფერია. რა თქმა უნდა, ჩვენ იმიტომ ვაკეთებთ, იგივე თუნდაც ეს ვიზალიბერალიზაცია, იმიტომ მივისწრაფით ევროპისკენ. ევროინტეგრაცია რატომ არის მნიშვნელოვანი ხო?! რომ ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების და მიმოსვლის შესაძლებლობა.
- ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე.